ირანმა საუდის არაბეთი ურთიერთობების დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა

ირანმა საუდის არაბეთი ურთიერთობების დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა

ირანმა საუდის არაბეთი ურთიერთობების დესტაბილიზაციაში დაადანაშაულასაუდის არაბეთმა ირანის სურვილის, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სტაბილური გახადოს, ხელის შეშლა უნდა შეწყვიტოს – ამის შესახებ განცხადება ირანის დაგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზაფირმა გააკეთა.
“უკანასკნელი ორ წელიწად ნახევრის განმავლობაში საუდის არაბეთი დიპლომატიური გზებით ირანის მისწრაფებების ხელისშეშლას ცდილობდა” – განაცხადა მინისტრმა პრეს-კონფერენციაზე თეირანში.
“საუდის არაბეთი ყველანაირად ცდილობდა ჩვენი მცდელობებისთვის ხელი შეეშალა, ისინი ატომური შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდნენ და ამით მხარი სიონისტურ რეჟიმს დაუჭირეს” – განაცხადა ზაფირმა. მას მხედველობაში ყავდა ისრაელი, რომელიც ასევე ატომური შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიოდა, რომელსაც 2015 წლის ზაფხულში მოეწერა ხელი.
“ამ მცდელობას, რომ საერთაშორისო დაძაბულობა შექმნას, ბოლო უნდა მოეღოს” – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საუდის არაბეთმა თეირანში საელჩოზე თავდასხმის შემდეგ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მის შემდეგ იგივე გააკეთეს ბაჰრეინმა და სუდანმა. კუვეიტმა და გაერთიანებული არაბეთის ემირატებმა კი თეირანიდან ელჩენი გაიწვიეს.

banner
წინა სტატიაშიუკანასკნელი 11 წლის მანძილზე ნავთობი Brent 35 დოლარზე დაბლა დაეცა
შემდეგი სტატიაCoca-Cola-მ რუსეთის რუკა ყირიმან ერთად გამოაქვეყნა