19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026
banner

ირანმა რაფაელ გროსის ბირთვულ ობიექტებზე შესვლა აუკრძალა, ასევე მოხსნიან სააგენტოს მიერ ბირთვულ ობიექტებზე განთავსებულ სათვალთვალო კამერებს

ირანში გადაწყვიტეს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის ბირთვულ ობიექტებზე შესვლა აუკრძალონ, ასევე სააგენტოს მიერ ობიექტებზე განთავსებული სათვალთვალო კამერები მოხსნან.

„პოლიტიკო“ ცნობით, მიზეზად დასახელდა ის, რომ ამ გზით ისრაელმა „ბირთვული ობიექტის მონაცემები“ მოიპოვა.

მედია წერს, რომ მანამდე თეირანმა ატომური ენერგიის სააგენტოს ნება დართო, შესულიყო და შეემოწმებინა ბირთვული ობიექტები, ასევე გამოეყენებინა სათვალთვალო მოწყობილობები, რაც მნიშვნელოვანი ვალდებულებაა იმ ბირთვული შეთანხმების ფარგლებში, რომელიც თეირანმა 2015 წელს საფრანგეთთან, რუსეთთან, დიდ ბრიტანეთთან, აშშ-თან, გერმანიასა და ევროკავშირთან გააფორმა.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა „ჰამასის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მოკლა
შემდეგი სტატიასერბეთის დედაქალაქში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს