ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანმა ქუვეითში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დრონებით დაბომბა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე საათის შემდეგ, მოხდა რაც თეირანმა და ვაშინგტონმა ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე განაცხადეს.
მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ნავთობის ინფრასტრუქტურა, ელექტროსადგურები და წლის ნაგებობები დაზიანდა. სამინისტროს განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის ინტენსიურ აგრესიულ თავდასხმას უპასუხეს და სულ 28 დრონი ჩამოაგდეს.

















