20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

ირანმა ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) დაადასტურა, რომ აშშ-ის საპასუხო დარტყმების საპასუხოდ, ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის ძალებმა დრონების გამოყენებით დარტყმები განახორციელეს ალ-უდაირის ბანაკში მდებარე აშშ-ის საბრძოლო მასალის საცავზე, ასევე — ალი ალ-სალემის ბაზაზე დისლოცირებულ სამხედრო პერსონალზე“, — ნათქვამია კორპუსის განცხადებაში.

თავდასხმის ფაქტი ქუვეითის შეიარაღებულმა ძალებმაც დაადასტურეს. იერიშის პარალელურად, ქუვეითის ქალაქებში საჰაერო განგაშის სიგნალები გაისმა; ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობისთვის უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებია.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვა ამჟამად ჩვენი მთავარი პრიორიტეტია
შემდეგი სტატია“მოჯთაბა ხამენეი ირანში არ იმყოფება” – ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წყაროს ცნობა