ირანმა ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამხედრო ბაზებზე თავდასხმა განახორციელა, – აღნიშნულ იინფორმაციას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ავრცელებს.
მათი განცხადებით, აღნიშნულ სამხედრო ბაზებს ირანის წინააღმდეგ აშშ და ისრაელი იყენებენ.
გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების მეთაური ალირეზა ტანგსირი აცხადებს, რომ მათ დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტებითა და თვითმკვლელი დრონებით დაარტყეს ალ-მინჰადისა და ალი ალ-სალემის საჰაერო ბაზებს.
მისივე თქმით, ეს ბაზები ირანის წინააღმდეგ „აგრესიის სათავე“ იყო.















