ირანმა ნავთობის დიდი მარაგის აღმოჩენის შესახებ განაცხადა

ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის მმართველმა დირექტორმა ალი კარდორმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნავთობის მარაგი, სადაც სავარაუდოდ, 15 მილიარდი ბარელი საწვავია. დირექტორის თქმით, 15 მილიარდიდან ორის ამოქაჩვა გარანტირებულად შესაძლებელია. კარდონი თვლის, რომ რეზერვების გამოსაყენებლად “უზარმაზარი ინვესტიტიებია” საჭირო, ასევე, ტექნოლოგიების განახლება.

ადრე ნავთობის მინისტრმა, ბიჯან ზანგარემ განაცხადა, რომ მიმდინარე კალენდარულ წელს, რომელიც 2017 წლის მარტში დამთავრდება, ქვეყანა ნავთობის გაყიდვიდან 41 მილიარდ დოლარს ელოდება

banner
წინა სტატიაშიტიმოშენკო დონბასში საომარი მდგომარეობის შემოღებას ითხოვს
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა ლტოლვილი ბავშვების გადაბირება დაიწყეს