3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ირანმა კვიპროსზე ბრიტანულ ავიაბაზასა და თურქეთში აშშ-ის ბაზაზე იერიშები მიიტანა

კვიპროსზე ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაბაზაზე თავდასხმა განხორციელდა. ბაზას ირანული დრონი დაესხა თავს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აშშ-ს მისცა ნებართვა, აღნიშნული ბაზიდან ირანის სარაკეტო ობიექტებზე „თავდაცვითი“ დარტყმები განეხორციელებინა.

გამოცემის ცნობით, დაახლოებით შუაღამისას ლიმასოლში მდებარე ავიაბაზაზე აფეთქების ხმა გაისმა. სამხედროებს დაევალათ დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყვნენ საცხოვრებელ შენობებში, თავშესაფრებში შეულიყვნენ და მითითებებს დალოდებოდნენ. Cyprus Mail-ის ინფორმაციით, ბრიტანულ ავიაბაზას ირანული უპილოტო აპარატი დაესხა თავს. დაუდასტურებელი ცნობებით, ეს შესაძლოა Shahed 136 ტიპის დრონი ყოფილიყო.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კვიპროსზე მდებარე ავიაბაზა დრონის იერიშის ქვეშ მოექცა, რის გამოც ობიექტზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

ბი-ბი-სის ინფორმაციით, სავარაუდო თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

კვიპროსის გარდა, თურქული მედიის ცნობით, ირანმა თურქეთში მდებარე ამერიკულ ბაზა „ინჯირლიკზეც“ მიიტანა იერიში, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

banner
წინა სტატიაში3-5 მარტს საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
შემდეგი სტატიათსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები რეფორმის შეწყვეტასა და უნივერსიტეტებისთვის ინსტიტუციური ავტონომიის აღდგენას ითხოვენ