ირანმა ყატარის ამერიკულ ბაზაზე იერიში მიიტანა, აშშ უშიშროების საბჭო სიტუაციურ ოთახში იკრიბება

ირანმა იერიში მიიტანა ყატარში, ალ-უდეიდში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც სამი “მოფრენა” დაფიქსირდა.

პირველი ინფორმაციით, მსხვერპლი ან ნგრევა ბაზაზე არ არის.

ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის შეტევა დაგმო და განაცხადა, რომ იტოვებს უფლებას, ირანს უპასუხოს.

ამავე დროს, გავრცელდა კადრები, როგორ გარბიან დაპანიკებული ყატარის მცხოვრებლები ქვეყნის ცაზე ირანული რაკეტების გამოჩენის შემდეგ.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭო ამ წუთებში სიტუაციურ ოთახში იკრიბება.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: „მედვედევმა ახსენა, რომ ის და სხვა ქვეყნები ირანს ბირთვულ ქობინებს მიაწვდიან? მართლა თქვა ეს თუ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია?
შემდეგი სტატია“მიმდინარე პროცესები აშკარად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ემსახურება ვიწროპარტიულ მიზნებს” – წალენჯიხის მერია განცხადებას ავრცელებს