ირანმა ისრაელზე თავდასხმა დაიწყო – The Times Of Israel

ირანმა ისრაელს დრონებით შეუტია. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი საინფორმაციო სააგენტო Axios-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანიდან ათეულობით კამიკაძე დრონი გაშვებულია და ისინი მიფრინავენ ისრაელის მიმართულებით, ერაყის თავზე უკვე დაფიქსირდა რამდენიმე მათგანი, სავარაუდოდ, პირველი დრონების ტალღა გამოყენებული იქნება ისრაელოს საჰაერო თავდაცვის გადასატვირთად, რასაც მოჰყვება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები. პარალელურად, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართა ერს და მოუწოდა სიმშვიდსიკენ, ამავდროულად მან დაადასტურა სრული მზადყოფნა ირანის თავდასხმის მოსაგერიებლად და შემდგომი მტკივნეული პასუხის გასაცემად.

banner
წინა სტატიაშიISSA-ს კვლევა: პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობას 58.2% უარყოფითად აფასებს, 7.2% დადებითად
შემდეგი სტატია„როიტერი” – ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი, ისრაელთან დაკავშირებული გემი დააკავეს