5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ირანმა ისრაელს, კატარს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დაარტყა

ისრაელი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საემიროები ირანის მხრიდან მათი ქვეყნების მიმართ ახალი სარაკეტო თავდასხმების შესახებ იუწყებიან.

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ თავდაცვითი სისტემები მათ ჩასაჭრელად მუშაობენ და დაზარალებულ რაიონებში მყოფ მოსახლეობას გამაფრთხილებელი შეტყობინება გაეგზავნა.

არაბთა გაერთიანებული საემიროების თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი საჰაერო თავდაცვა „ამჟამად რეაგირებს ირანიდან მომავალი რაკეტებისა და დრონების საფრთხეებზე“. ის მოუწოდებს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირებს, „დაიცვან უსაფრთხოების ინსტრუქციები“.

ამასობაში, კატარის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული სარაკეტო თავდასხმა ჩაახშეს.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია კარგად არის ინფორმირებული ყველა გამოწვევასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატია“ფრთხილად იყავით, თავად არ განადურდეთ”- ლარიჯანი ტრამპს