6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – სამი მცდელობა და არც ერთი დაშავებული

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანიდან ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვება დააფიქსირეს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სირენები ცენტრალურ ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში გააქტიურდა.

აღსანიშნავია, რომ ღამით ირანიდან ისრაელის მიმართულებით სამი სარაკეტო იერიში განხორციელდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – უკრაინა ახლო აღმოსავლეთში ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის
შემდეგი სტატიათბილისის აეროპორტში დააკავეს 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანას ცდილობდა