9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ირანმა ისრაელის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს, ხაიფაში მდებარე საზღვაო ბაზას და ისრაელის რადარის სისტემას დაარტყა

aljazeera-ს ინფორმაციით, ირანის არმია აცხადებს, რომ მან ისრაელის სამხედრო დაზვერვის სააგენტო და საზღვაო ბაზა დაბომბა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა  ისრაელის სამხედრო დაზვერვის სააგენტოსა და  ჰაიფას ჩრდილოეთით მდებარე საზღვაო ბაზის გარდა  ისრაელის რადარის სისტემაზეც მიიტანა იერიში.

„დილიდან მოყოლებული, ისლამური რესპუბლიკის არმიამ ისრაელის სამხედრო დაზვერვის დირექტორატი, რომელიც ცნობილია როგორც „ამანი“, ასევე ისრაელის სამხედრო ქვედანაყოფი 8200, „მწვანე ფიჭვის“ რადარი და წყალქვეშა ნავების შტაბ-ბინის შენობა ჰაიფას საზღვაო ბაზაზე“, – ნათქვამია არმიის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა.

ამ დროისთვის სხვა ინფორმაცია აღნიშნული იერიშების შედეგების შესახებ არ გავრცელებულა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს
შემდეგი სტატიარუმინეთის პრეზიდენტი: ირანთან ომის დროს აშშ-ს შეუძლია ჩვენი ბაზების გამოყენება