ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღა გაუშვა

ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებული მედია იუწყება, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღა გაუშვა.

„ათობით უპილოტო თვითმფრინავი დაფიქსირდა, რომლებიც დაფრინავდნენ ირანიდან ისრაელის მიმართულებით ერაყის საჰაერო სივრცის თავზე“, – განუცხადა „როიტერს” ერაყის უსაფრთხოების სამსახურიდან ორმა წყარომ.

ერაყმა ასევე გამოაცხადა თავისი საჰაერო სივრცის დახურვისა და საჰაერო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.

ამასთან, როგორც მედია წერს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერაყის თავზე 136 „შაჰედის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი დაფრინავს.მედიის ინფორმაციით,ფრენები შეწყდა ახლო აღმოსავლეთის დიდ ტერიტორიაზე.

banner
წინა სტატიაშიირანიდან ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე, ისრაელში და თეირანის თავზე ფრენები შეწყდა
შემდეგი სტატიანეთანიაჰუ: ჩვენი თავდაცვის სისტემები მზადყოფნაშია, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ