12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ისრაელის თავდაცვის ძალების გავრცელებული ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

გავრცელებული ინფორმაციით,  ირანიდან გაშვებული რაკეტები თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ხოლო ნამსხვრევების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მათივე ცნობით, შუაღამის შემდეგ ირანმა ბალისტიკური რაკეტების მეხუთე ტალღა გაუშვა.

სარაკეტო საფრთხის ფონზე თელ-ავივსა და ცენტრალური ისრაელის სხვა ნაწილებში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.

banner
წინა სტატიაშიხარკოვში საცხოვრებელ შენობაზე რუსეთის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა
შემდეგი სტატიაგურიის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი