ირანმა ISIS-ს ლიდერის გარდაცვალება დაადასტურა

,,ისლამური სახელმწიფოს,, ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალება, ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის ,,ისლამური რევოლუციის მცველების,, (ამ ორგანიზაციაში ირანის შეიარაღებული ძალებიც შედის რედ.) წარმომადგენელმა ალი შირაზიმ დაადასტურა, ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ტელე-რადიო კორპორაციის საიტი ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციასთან ერთად, წყარო აქვეყნებს ორ ფოტოს, სადაც ალ-ბაღდადის მსგავსი ადამიანი გარდაცვლილი ჩანს.
წყაროს ალ-ბაღდადის გარდაცვალების დრო, ადგილი და მიზეზი არ დაუსახელებია.

banner
წინა სტატიაშიმაიკ პენსი საქართველოს ეწვევა
შემდეგი სტატიაგროგორი კარასინი : ოპერატიულად მიმდინარეობს ევროპიდან მძიმე ტექნიკის გადასროლა საქართველოში