ირანმა ინგლისური ენის სწავლება აკრძალა

ირანული მედიის ცნობით, განათლების უმაღლესმა საბჭომ ქვეყნის ტერიტორიაზე ინგლისურის სწავლება აკრძალა. ირანის განათლების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, მეჰდი ნავიდ ეთემის განცხადებით, სახელმწიფო და კერძო დაწყებით სკოლებში ინგლისური ენის სწავლება – კანონებსა და რეგულაციებს ეწინააღმდეგება. მისივე განცხადებით, ინგლისური ენა, უკვე სასკოლო პროგრამების ნაწილი აღარ არის. ასევე ირანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰომეინიმ განაცხადა, რომ ადრეულ ასაკში ინგლისურის შესწავლა ირანში ,,დასავლეთის კულტურულ შეჭრას“ იწვევს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე:განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული პოლიციის პრესტიჟი და პოლიციელთა უფლებები
შემდეგი სტატიამტკვრის სანაპიროსთან 25 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს