30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

ირანმა ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები განაახლა

Axios-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ირანის სამხედრო ძალებმა ორშაბათს ღამით ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით გამავალ სავაჭრო გემებს სულ მცირე ორი რაკეტა ესროლეს.

გამოცემის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიიღო შეტყობინება ტანკერისგან, რომელიც ომანის მახლობლად, ჰორმუზის სრუტის სანაპიროზე სამხრეთით გადაადგილდებოდა, რომ უცნობი ჭურვი მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მეორე კომერციულ გემს ირანული რაკეტა მოხვდა.

Axios-ის წყაროების ცნობით, ორივე გემს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.

გამოცემა წერს, რომ სავაჭრო გემებზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-სა და ირანს შორის ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შეჩერების შესახებ ერთკვირიანი შეთანხმება ამოიწურა. Axios-ი ასევე წერს, რომ აშშ, სავარაუდოდ, ირანის სამიზნეებზე დარტყმებით საპასუხო ზომებს მიიღებს.

ცნობისთვის, გასულ კვირას კატარის დედაქალაქ დოჰაში აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების რაუნდი ჰორმუზის სრუტის საკითხთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევის გარეშე დასრულდა.

banner
წინა სტატიაშინატო ანკარაში შეიარაღებასთან დაკავშირებულ მსხვილ შეთანხმებებს გაასაჯაროებს- Reuters
შემდეგი სტატიაირაკლი ჩომახაშვილი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე: ამ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული