14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ირანმა ჰორმუზის სრუტე კვლავ დაკეტა

AL Jazeera-ს ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიკეტა. 

მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ აშშ-ს სრუტის საზღვაო ბლოკადა ამ დრომდე არ მოუხსნია.

„ამის გამო, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი აღდგება, როგორც ეს მანამდე იყო. აღნიშნული სტრატეგიული საზღვაო გზა შეიარაღებული ძალების მკაცრი მართვისა და კონტროლის ქვეშ იმყოფება“, – ციტირებს ტელეარხი გუშაგთა კორპუსის განცხადებას.

ირანული მხარის მტკიცებით, სანამ აშშ ბლოკადას არ მოხსნის და ირანში, ან ირანიდან მიმავალ გემებს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას არ მისცემს, სრუტე მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება.

ცნობისთვის, ირანმა ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილად გუშინ გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშილევან გოგიჩაიშვილი: საქართველოში ქართველი კაცი არ შეიძლება იყოს იაფი მუშა ხელი
შემდეგი სტატიაცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო