11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ირანმა ევროკავშირის ქვეყნების შეიარაღებული ძალები ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოაცხადა

ირანმა ევროკავშირის ქვეყნების შეიარაღებული ძალები ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოაცხადა, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი ევროკავშირის მიერ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე პასუხს წარმოადგენს.

„რევოლუციური გვარდიის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საწინააღმდეგო ზომების შესახებ კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ევროპული ქვეყნების შეიარაღებული ძალები ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევა. რევოლუციური გვარდიის მიზანში ამოღებით ევროპელებმა ზიანი საკუთარ თავს მიაყენეს და ამერიკელების ბრმა მორჩილებით გადაწყვეტილება თავიანთი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიიღეს“, – განაცხადა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში, ჰოსტელის ტიპის სასტუმროში, ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა
შემდეგი სტატიაახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა ძალადობაში დადანაშაულებულ მღვდელს მსახურების უფლება აღუდგინა