ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ირანმა ვაშინგტონის ზეწოლის მიუხედავად რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
გაშვება მიწისქვეშა მოწყობილობებიდან მოხდა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებიდან.
შეიარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოცდის მიზანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დემონსტრირება.
შეგახსენებთ, რომ იანვარში აშშ-მ ირანული კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო 2015 წლის შემოდგომაზე ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამო.
ირანი ირწმუნება, რომ სარაკეტო გამოცდებს საერთო არაფერი აქვს ატომურ პროგრამასთან.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მოქალაქეს ამერიკაში 190 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შემდეგი სტატიაპრაღაში რეჟისორ თომა ჩაგელიშვილის რუსეთის ოკუპაციაზე გადაღებულ ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება