ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობა ოფიციალურად შეწყვიტა

ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობა ოფიციალურად შეწყვიტა. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, შესაბამისი კანონი უკვე სავალდებულო გახდა, რადგან პარლამენტის შემდეგ მეურვეთა საბჭომ დაამტკიცა.

„ამიერიდან ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა სააგენტოსთან ახალ ფორმას მიიღებს“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

როგორც მედია წერს, აღნიშული გადაწყვეტილება ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ირანი შეზღუდავს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების წვდომას თავის ბირთვულ ობიექტებზე და აღარ მისცემს დეტალურ ინფორმაციას ბირთვული საქმიანობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიგალტ & თაგარტი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა
შემდეგი სტატიაპოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 136 ძირი კანაფი ამოიღო