ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკების პროცესის მიმართ ნდობა დაკარგა, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
„ჩვენ ვაშინგტონთან მოლაპარაკების პროცესს აღარ ვენდობით ყოველი დიალოგის შემდეგ თავდასხმებისა და სანქციების განმეორების გამო“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.
მისი თქმით, ირანსა და აშშ-ის შორის შუამავლის როლს კვლავ კატარი და პაკისტანი ასრულებენ.
„მოლაპარაკებები ადრე მიღწეულ ურთიერთგაგების მემორანდუმს ეფუძნება და აშშ-მა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უნდა განსაზღვროს“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.








