15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ირანმა აშშ-ის წინადადებაზე, რომელიც ომის დასრულებას ეხება 14 პუნქტიანი გეგმა გაუგზავნა

ირანმა აშშ-ის წინადადებაზე, რომელიც ომის დასრულებას ეხება, აშშ-ს 14-პუნქტიანი გეგმა გაუგზავნა,_ ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim ავრცელებს. მათივე ცნობით, ირანმა აშშ-ს გეგმა პაკისტანელი შუამავლის მეშვეობით გადასცა.

მათივე ცნობით, ირანი ძირითად აქცენტს „ომის დასრულებაზე“ აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ირანს 2-თვიან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობდა, ირანი ყველაფრის 30 დღის განმავლობაში დასრულებასა და მოგვარებას ითხოვს. მათი მოთხოვნაა, რომ დროებითი ზავის ნაცვლად ომის საბოლოოდ დასრულდეს.

Tasnim-ის ინფორმაციით, ირანი ითხოვს: სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგ გარანტიებს, ირანის მიმდებარე ტერიტორიებიდან აშშ-ის ძალების გაყვანას, საზღვაო ბლოკადისა და სანქციების მოხსნას, ირანული აქტივების განბლოკვას, კომპენსაციის გადახდასა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა სხვადასხვა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა ლენინგრადის ოლქში პრიმორსკის პორტი დაბომბეს
შემდეგი სტატიაათენი შეშფოთებულია უკრაინის მოთხოვნით – მედია