11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ირანმა 800-ზე მეტი დემონსტრანტი სიკვდილით დასაჯა

როგორც გამოცემა Israel Hayom საკუთარ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, აშშ-მ ისრაელის დაზვერვის დახმარებით მოიპოვა მტკიცებულებები, რომ ირანმა დაპირების მიუხედავად აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული 800-ზე მეტი დემონსტრანტი სიკვდილით დასაჯა.

გამოცემის მიხედვით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა აშშ-სთვის გაგზავნილ შეტყობინებაში დადო პირობა, რომ რეჟიმი აქციის მონაწილეებს სიკვდილით არ დასჯიდა. თუმცა, აშშ-ს მიერ ისრაელის დახმარებით მოპოვებული ინფორმაცია მოიცავს მტკიცებულებებს, რომ ირანმა დემონსტრანტები სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით სიკვდილით მაინც დასაჯა. Israel Hayom-ის მიხედვით, ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ირანმა აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა.

Israel Hayom-ის მიხედვით, აღნიშნული საკითხი ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გუნდმა და ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა და პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმა განიხილეს.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა მომავალ კვირასაც გაგრძელდება
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე საპატიმროს დღეს დატოვებს