8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

ირანმა 466 პირი ქვეყანაში დესტაბილიციის მცდელობის ბრალდებით დააკავა

ირანის ხელისუფლებამ 466 პირის დაკავების შესახებ გამოაცხადა, რომლებსაც ბრალად ონლაინ აქტივობის მეშვეობით ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა ედებათ — ამის შესახებ სახელმწიფო მედია აშშ-სა და ისრაელთან მიმდინარე ომის ფონზე იტყობინება.

„ეს პირები ინტერნეტის საშუალებით ცდილობდნენ საზოგადოებრივ აზრში დაბნეულობის დათესვას, შიშისა და შფოთვის გაღვივებას, უსაფრთხოების განცდის შელახვასა და მტრის სასარგებლოდ პროპაგანდის გავრცელებას“, — იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA ირანის პოლიციაზე დაყრდნობით.

სააგენტოს არ დაუკონკრეტებია არც ონლაინ აქტივობის ზუსტი შინაარსი და არც დაკავების თარიღები.

მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად ომი დაიწყო, ირანის ხელისუფლებამ ინტერნეტი სრულად გათიშა.

ინტერნეტ-მონიტორინგის პლატფორმა Netblocks-ი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ „ირანში ინტერნეტის ბლოკადა უკვე 25-ე დღეა გრძელდება და მან 576 საათს მიაღწია“.

თითქმის ერთი თვეა, ირანში გლობალურ ქსელზე წვდომა მხოლოდ რამდენიმე უფლებამოსილ პირს აქვს. სხვები ბლოკადის გვერდის ავლით ინტერნეტთან დაკავშირებას სპორადულად, VPN-ის ან Starlink-ის მეშვეობით ცდილობენ, რაც ირანში პატიმრობით ისჯება.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: ხოშტარია იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია
შემდეგი სტატიაირანული მედია: ისრაელმა და აშშ-მა ირანში გაზის მილსადენი დაბომბა