ირანმა 15 ამერიკულ კომპანიას სანქცია დაუწესა

ირანმა 15 ამერიკული კომპანიისთვის სანქცის დაწესების შესახებ გამოაცხადა. ისინი რეგიონის წინააღმდეგ ისრაელის “ტერორისტული მოქმედებების” მხარდაჭერის გამო მოხვდნენ სანქციაში. ირანის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები იმ კომპანიების წინააღმდეგ არის მიღებული, რომლებიც ისრაელს იარაღით ამარაგებს “პალესტინელების წინააღმდეგ გამოსაყენებლად” – “დოიჩე ველე” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმოსულთან “ისლამური სახელმწფოს” ერთ-ერთი მეთაური მოკლეს
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსეთს “ევროვიზიაში” მონაწილეობის პირობა დაუსახელა