10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ირანის უზენაესი ლიდერი: ირანი გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთში ისრაელის საწინააღმდეგო ძალების მხარდაჭერას

აიათოლა მოჯტაბა ხამენეის ახალი გზავნილი აქვს. მისი განცხადება სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა ეთერში წაიკითხა.

ირანის უზენაესმა ლიდერმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთში ისრაელის საწინააღმდეგო ძალების მხარდაჭერას.

„მე მტკიცედ ვაცხადებ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის თანმიმდევრული პოლიტიკა, გარდაცვლილი იმამისა და მოწამეობრივი ლიდერის გზის გაგრძელებისას, ეფუძნება სიონისტ-ამერიკელი მტრის წინააღმდეგ წინააღმდეგობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ხამენეიმ ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლასადმი“ გაგზავნილ წერილში.

ხამენეი ომის დაწყების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. აშშ-ის და ისრაელის ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ის დაჭრილია.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი: კვლავ იკვეთება ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების პრობლემა, გაზრდილია არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება დღეიდან შეწყდა და რეგიონი მთლიანად „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე გადავიდა