21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებით, აშშ-სთან შეთანხმებას დაეთანხმა

ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებით, ის განსხვავებული აზრის მიუხედავად აშშ-სთან შეთანხმებას დაეთანხმა. ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის განცხადებას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

მისი თქმით, ის თავდაპირველად არ დაეთანხმა აშშ-სთან “ურთიერთგაგების მემორანდუმს”, თუმცა ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის გარანტიების შემდეგ მისი გაფორმების ნება დართო.

“პრინციპულად, მე განსხვავებული აზრი მქონდა: თუმცა, იმ ვალდებულებების გამო, რომელიც პატივცემულმა [ირანის] პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, საკუთარი და სხვა წევრების სახელით მომცა ირანელი ერისა და წინააღმდეგობის ფრონტის უფლებების დაცვის შესახებ და ამ პასუხისმგებლობის ცალსახად აღიარების გამო, მე ნებართვა მივეცი”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ჩვენ ველოდებით სრულ ცეცხლის შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, ჰეზბოლასა და ისრაელში
შემდეგი სტატიაშსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავა და ცხრა ობიექტი დალუქა