16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ირანის უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი იმუქრება, რომ ალი ლარიჯანის მკვლელები „საფასურს გადაიხდიან

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი აცხადებს, რომ ისლამისადმი მტრულად განწყობილებმა უნდა იცოდნენ, რომ ალი ლარიჯანის სისხლის დაღვრა ისლამურ სისტემას მხოლოდ გააძლიერებს.

მისი თქმით, ისინი საფასურს გადაიხდიან.

„უდავოა, რომ ასეთი პიროვნების მკვლელობა აჩვენებს მისი მნიშვნელობის ხარისხს და ისლამის მტრების მისდამი მტრულ დამოკიდებულებას. ისლამისადმი მტრულად განწყობილებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ადამიანის სისხლის დაღვრა ისლამურ სისტემას მხოლოდ გააძლიერებს. რა თქმა უნდა, ყოველ დაღვრილ სისხლს აქვს თავისი საფასური, რომელსაც ამ მოწამეთა კრიმინალი მკვლელები მალე გადაიხდიან,“ – აღნიშნა მოჯტაბა ხამენეიმ წერილობით განცხადებაში.

ცნობისთვის, ირანის ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის გარდაცვალება დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშიერაყის ენერგეტიკის სამინისტრო: ირანული გაზის მიწოდება ერაყში მთლიანად შეჩერდა
შემდეგი სტატიასაპატრიარქოში აცხადებენ, რომ ილია II-ის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში