ირანის უარყოფის შემდეგაც, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ მხარეები „შეთანხმების მნიშვნელოვან პუნქტებზე“ შეჯერდნენ და მოლაპარაკებებს “ყველაზე პატივსაცემ კაცთან” აწარმოებს.
“ირანს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს, შეთანხმება ჩვენც გვსურს. ალბათ მათთან ტელეფონით დღესაც ვისაუბრებთ. ეს კარგი შეთანხმება უნდა იყოს. ომები და ბირთვული იარაღი აღარ უნდა იყოს. ირანს ბირთვული იარაღი აღარ ექნება. ისინი ამაზე თანახმა არიან”,_ თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან.
შეკითხვაზე, ვინ გააკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს, ტრამპმა თქვა:
„შეიძლება მე და ვინც არ უნდა იყოს შემდეგი აიათოლა. ასევე, იქ რეჟიმის ცვლილების ძალიან სერიოზული ფორმა იქნება“














