8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ინფორმაციით, აშშ-სა და ისრაელის იერიშების შედეგად 18 000-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა

აშშ-სა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ირანში 18 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ათიათასობით სამოქალაქო ობიექტი კი დაზიანდა,- აღნიშნულ ინფორმაციას ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელი, პირჰოსეინ კოლივანდი ავრცელებს.

კოლივანდის ინფორმაციით, დაღუპულია 204 ბავშვი, მათ შორის 53 ხუთ წლამდე ასაკისაა. მისივე თქმით, დაღუპულებს შორის არიან ორსული ქალებიც, ხოლო დაშავებულთა შორის 3 200-ზე მეტი ქალია.

ამასთან, კოლივანდის თქმით, 3-დან 17 მარტის პერიოდში დაზიანდა 70 000-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, კომერციული ცენტრები, სკოლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

მისივე განცხადებით, იერიშების შედეგად ირანში დაზიანდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა – 251 სამედიცინო დაწესებულება, 498 სკოლა და 17 „წითელი ნახევარმთვარის“ ობიექტი.

banner
წინა სტატიაშირობერტ ფიცო: სლოვაკეთმა შესაძლოა, რუსული ნავთობის მიწოდების შეწყვეტის გამო უკრაინის წინააღმდეგ დამატებითი ზომები მიიღოს
შემდეგი სტატია“ვგლოვობთ ილია II-ის გარდაცვალებას” – აშშ-ს სახდეპი მარკო რუბიოს განცხადებას ავრცელებს