11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ირანის თავდასხმის შედეგად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ნავთობ-ქიმიურ საწარმოში ხანძარი გაჩნდა

ირანმა კვლავ შეუტია სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანას. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

მათი ცნობით, საუბარია კომპანია Borouge-ის ქარხანაზე. გავრცელებული ცნობით, ხანძარი განადგურებული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

საწარმოს საქმიანობა შეჩერებულია და სპეციალისტები ზარალს აფასებენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილი გაანეიტრალეს.

ირანმა იერიში მიიტანა ბაჰრეინის ნავთობის ინფრასტრუქტურაზეც.

ბაჰრეინის ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანიაში განაცხადეს, რომ ირანის თავდასხმის შემდეგ ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი უკვე ჩააქრეს და ხდება ზარალის შეფასება.

ირანული დრონების იერიშის შესახებ ასევე განაცხადეს ბაჰრეინის ნავთობ-ქიმიურ კომპანია Gulf Petrochemical Industries-შიც. მათი ინფორმაციით, სამრეწველო ობიექტებზე გაჩენილი ხანძრები უკვე ლიკვიდირებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არც ამ შემთხვევაში გავრცელებულა.

ირანული დრონების თავდასხმის შესახებ იუწყება ქუვეითის ხელისუფლებაც.

მათი ცნობით, დაზიანებულია ელექტროსადგურები და წყლის გამტკნარების სადგურები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კიდევ ერთი დრონი შეეჯახა ქუვეითის ფინანსთა სამინისტროს კუთვნილ შენობას და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი ირანს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტე გახსნას
შემდეგი სტატია„ლელო-ძლიერი საქართველო“: ვგმობთ აფგან სადიგოვის უკანონო დაკავებისა და ქვეყნიდან გაძევების ფაქტს