ირანის თავდაცვის მინისტრი – სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოება რეგიონის ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ და ნებისმიერი მიდგომა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ პოლიტიკას, მიუღებელია

სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოება რეგიონის ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ და ნებისმიერი მიდგომა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ პოლიტიკას, ყველა შემთხვევაში მიუღებელია, – ამის შესახებ ირანის თავდაცვის მინისტრმა, მოჰამად რეზა აშტიანიმ, სომეხ კოლეგასთან, სურენ პაპიკიანთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ირანის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ირანი კავკასიის რეგიონის ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს და ამ პოლიტიკის ერთგული დარჩება.

მოჰამად რეზა აშტიანის განცხადებით, თეირანი მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს და სომხეთს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს.

ირანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყველა მეზობელთან ურთიერთობის განმტკიცება ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრინციპია და ირანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან ურთიერთობას.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო ცვლილებები სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს – ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომისია
შემდეგი სტატიახვიჩია – მე მომხვდა ერთი და ისე, რომ მეტყობა, თორემ არც იმას აკლია