ირანის სპორტის მინისტრი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლა, ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ.
„იმის გათვალისწინებით, რომ ამ კორუმპირებულმა რეჟიმმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოკლა ჩვენი ლიდერი. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ მსოფლიო ჩემპიონატში.
ჩვენი შვილები უსაფრთხოდ არ არიან, ფუნდამენტურად, მონაწილეობის ასეთი პირობები არ არსებობს.
ირანის წინააღმდეგ მათ მიერ განხორციელებული მავნე ქმედებების გათვალისწინებით, მათ რვა ან ცხრა თვის განმავლობაში ორი ომი გვაიძულეს და ათასობით ჩვენი მოქალაქე მოკლეს და მოწამეობრივად დახოცეს. ამიტომ, ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია მონაწილეობა”,_ აცხადებს ირანის სპორტის მინისტრი.
ინფორმაციისთვის, ფიფა-ს მსოფლიო თასის 23-ე გათამაშება, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 2026 წლის 11 ივლისიდან – 19 ივლისამდე გაიმართება. ჩემპიონატს ჩრდილოეთ ამერიკის სამი ქვეყნის 16 ქალაქი უმასპინძლებს. ძირითადი მასპინძლელი აშშ იქნება, ხოლო თანამასპინძლები კანადა და მექსიკა იქნებიან. ეს პირველი ტურნირი იქნება, რომელსაც ერთდროულად სამი ქვეყანა უმასპინძლებს















