ირანის შეიარაღებული ძალებისა და IRGC-ის უმაღლესი მთავარსარდალი ლიკვიდირებულია

ისრაელის შეტევების შედეგად ლიკვიდირებულია ირანის შეიარაღებული ძალებისა და IRGC-ის (ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი) უმაღლესი მთავარსარდალი ალი შადმანი.

აღსანიშნავია, რომ გენერალ-მაიორი ალი შადმანი ამ თანამდებობაზე 3 დღის წინ დაინიშნა მას შემდეგ, რაც ისრაელმა მისი წინამორბედი, გენერალ-მაიორი ღოლამ ალი რაშიდი, თავდასხმების პირველ დღეებში მოკლა.

მანამდე ისრაელის შეტევებს კიდევ რამდენიმე გენერალი, მათ შორის, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი და მისი მოადგილე შეეწირნენ.

banner
წინა სტატიაშიკომბინირებული შეტევა კიევზე, 14 დაღუპული – მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ
შემდეგი სტატიაბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა