6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

ირანის შეიარაღებული ძალები: “ირანი პატივს სცემს თურქეთის სუვერენიტეტს და უარყოფს მის ტერიტორიაზე რაიმე რაკეტის გაშვებას”

ირანი თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის გაშვებას უარყოფს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

„ირანის შეიარაღებული ძალები პატივს სცემს თურქეთის სუვერენიტეტს და უარყოფს მის ტერიტორიაზე რაიმე რაკეტის გაშვებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შემდეგი სტატიაისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრები დაბომბა