ირანული სახელმწიფო მედია, ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ.
მათი თქმით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე მართვას ახალ დონეზე გადაიყვანენ, კონტროლს შეინარჩუნებენ და არ დათმობენ „ირანის კანონიერ უფლებებს”.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თუ „ჰეზბოლასა” და ლიბანელი ხალხის წინააღმდეგ დარტყმები არ შეწყდება – ირანის შეიარაღებული ძალები „გამანადგურებელ და მტკივნეულ წინააღმდეგობას” გაწევენ.
მათი თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები „სრულიად მზად არიან წინააღმდეგობა გაუწიონ ნებისმიერ საფრთხეს” და „თითი ჩახმახზე უჭირავთ”.
განცხადების თანახმად, უკეთესია აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი “სამარცხვინო მარცხს” გადახედონ და ირანელი ხალხის წინააღმდეგ მუქარებისგან თავი შეიკავონ.
















