11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად ცენტრალურ ისრაელში 7 ადამიანი დაშავდა

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად ცენტრალურ ისრაელში 7 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანიდან გაშვებული რაკეტების ნამსხვრევები ცენტრალურ ისრაელში რამდენიმე ადგილას ჩამოვარდა.

ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის, მაგენ დევიდ ადომის ცნობით, დაშავებულთაგან ერთმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

ირანიდან რაკეტების გაშვების ფონზე საჰაერო განგაშის სირენების ხმა სამხრეთ ისრაელშიც ისმის.

banner
წინა სტატიაში“ირანს მოლაპარაკებები სურს – უკვე გვიანია” – დონალდ ტრამპი
შემდეგი სტატიაირანის ხელისუფლება უარყოფს, რომ ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობაზე სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოყვა