ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა, – უცხოური მედიის ცნობით, მეორე ტურში დათვლილი 30,5 მილიონი ხმიდან, პეზეშკიანმა 16,3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, მისმა მოწინააღმდეგემ, რეჟიმის მხარდამჭერმა და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა, საიდ ჯალილმა კი 13,5 მილიონზე მეტი.
ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 49,8% იყო.
შეგახსენებთ, ირანში საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა. არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა მხოლოდ 40% იყო, რის გამოც, შესაბამისად, უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა მოიპოვა და მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.