6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

“ირანის სამხედრო წარმოების ორი მესამედი განადგურებულია” – აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ანგარიში

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ხელმძღვანელმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა ომის დაწყებიდან დღემდე ირანში განხორციელებული დარტყმების შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, ამერიკულმა ძალებმა 10,000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, რამაც რეჟიმის სამხედრო პოტენციალი კატასტროფულად შეამცირა.

„რამდენიმე საათის წინ ჩვენ მე-10,000 ირანულ სამიზნეს დავარტყით. ჩვენს ისრაელელ მოკავშირესთან ერთად განხორციელებული ოპერაციებით ნათლად ვაჩვენეთ, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ“, — განაცხადა კუპერმა ვიდეომიმართვაში.

ძირითადი სამხედრო მაჩვენებლები:

საზღვაო ფლოტი: განადგურებულია ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის უმსხვილესი ხომალდების 92%. კუპერის შეფასებით, ირანმა დაკარგა რეგიონში საზღვაო გავლენის პროეცირების უნარი.

საჰაერო თავდასხმები: ომის დაწყებიდან დღემდე, ირანის მხრიდან რაკეტებისა და დრონების გამოყენების ინტენსივობა 90%-ით შემცირდა.

სამხედრო წარმოება: განადგურებულია ირანის სარაკეტო, საზღვაო და დრონების საწარმოო ობიექტებისა და გემთმშენებელი ქარხნების ორი მესამედი.

„ჩვენ არა მხოლოდ მნიშვნელოვნად დავასუსტეთ ირანის შესაძლებლობები, არამედ რეჟიმს მათი აღდგენის რესურსიც წავართვით. ჩვენ ვაგრძელებთ გზას ირანის ფართო სამხედრო-სამრეწველო აპარატის სრული ლიკვიდაციისკენ“, — დასძინა ადმირალმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის გაორმაგებული გზავნილების აქცია დაიწყ
შემდეგი სტატიალევან მახაშვილი: ელენე ხოშტარია პოლიტიკური ექსტრემისტია, მისგან ვერც შუშანიკს გამოძერწავენ და ვერც თინათინს