ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ომანის სალაჰის პორტთან ახლოს აშშ-ის არმიის დამხმარე ლოჯისტიკურ გემს დაარტყეს. განცხადება ირანის ცენტრალური სამხედრო სარდლობის სპიკერმა, ებრაჰიმ ზოლფაღარიმ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით გაავრცელა.
აშშ-ის არმიის ლოჯისტიკური გემი, რომელიც „აგრესიული ამერიკული ძალების“ მხარდაჭერას ახორციელებდა.
იერიში განხორციელდა ომანის ქალაქ სალაჰის პორტიდან მნიშვნელოვან დისტანციაზე.
ირანის სარდლობა აცხადებს, რომ ეს იყო მიზანმიმართული ოპერაცია აშშ-ის სამხედრო აქტივობის წინააღმდეგ რეგიონში.
ეს თავდასხმა მოჰყვება ცნობებს საუდის არაბეთში, პრინც სულთნის ავიაბაზაზე მომხდარი იერიშის შესახებ, რომლის შედეგადაც 10 ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ირანის მხრიდან ამერიკულ საზღვაო ობიექტზე პირდაპირი დარტყმა კონფლიქტის მასშტაბებს საგრძნობლად ზრდის.















