10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ირანის სახელმწიფო მედია: ტრამპის მორიგი მუქარისა და ირანის მთავრობის მოწოდების ფონზე ირანელები ქვეყნის მთავარ ელექტროსადგურებსა და ხიდებთან იკრიბებიან

ირანში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის მორიგი მუქარისა და ირანის მთავრობის მოწოდების ფონზე მოქალაქეები სტრატეგიულ ობიექტებთან იკრიბებიან.

მედიის მიერ გავრცელებულ სურათებსა და ვიდეოებში ჩანს, როგორ იკრიბება ათობით ადამიანი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ ობიექტებთან. ირანელები ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, აჰვაზში მდებარე თაღოვანი ხიდის გასწვრივ არიან შეკრებილი, კიდევ ერთ ფოტოსურათზე კი ჩანს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც თეირანთან ახლოს, შაჰიდ რაჯაის ელექტროსადგურის წინ დგანან.

ცნობისთვის, დღეს ირანის მთავრობამ სტუდენტებს, სპორტსმენებს, არტისტებს და ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლებს ელექტროსადგურების გარშემო შეკრებისკენ და ცოცხალი ჯაჭვის შეკვრისკენ მოუწოდა. ირანის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ცოცხალი ჯაჭვების აქცია მიმართულია საზოგადოებრივ დაწესებულებებზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების გასაპროტესტებლად.

ამასთან, „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ირანის ხელისუფლებამ ეს მოწოდება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც აშშ და ისრაელი ირანის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით იმუქრებიან.

banner
წინა სტატიაშიაშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6970 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრის აშენებისთვის, აბანოთუბანში 5 ოჯახს საკუთრებას ჩამოართმევენ