ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვენაში ვიზიტი მთავრობის შენობაზე აღმართული ისრაელის დროშის გამო გადადო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა აღნიშნა, რომ შაბათს ვენაში დაგეგმილი ვიზიტი, რომლის დროსაც ის ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრ შალენბერგომს უნდა შეხვედროდა, გადადო – ავსტრიული მედია წერს.

გუშინ, 14 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ფედერალურმა კანცელარიამ ისრაელის დროშა აღმართეს ახლო აღმსავლეთში მიმდინარე მოქმედებების გამო, რომელიც ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება “ჰამასს” შორის მიმდინარეობს.

ავსტრიის საგარეო უწყებამ ირანელი მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო სინანული გამოთქვა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების სრულად აღდგენის საკითხი, რომელიც ვენაში აპრილიდან მიმდინარეობს, ამის გამო არ დაზარალდება.

პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელის მთავრობამ რამდენინე პალესტინური ოჯახის სახლებიდან ძალით გასახლება მოინდომა აღმოსავლეთ იერუსალიმში.

კონფლიქტს, რომელიც 10 მაისიდან მიმდინარეობს მინიმუმ 139 პალესტინელი შეეწირა, მათ შორის 39 ბავშვი და დაახლოებით ამდენივე ქალი, დაჭრილია 950 ადამიანი, ისრაელის მხრიდან გარდაცვლილია 7 პირი, მათ შორის 2 ბავშვი.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი – სასამართლოს გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა
შემდეგი სტატიათანამდებობის დატოვება მაიძულეს – ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი