22.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ირანის საგარეო უწყება: სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, ირანის და აშშ-ის პრეზიდენტებმა მოაწერონ ხელი

სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოაწერონ ხელი,- ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი შესაძლებლობა „მაგიდაზე დევს“ და ამ საკითხზე განხილვები კვლავ მიმდინარეობს.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შესაძლოა, შვეიცარიაში დაგეგმილ ხელმოწერის ცერემონიას დაესწროს.

ჟურნალისტის კითხვაზე, დარჩებოდა თუ არა ის ცერემონიისთვის, ტრამპმა უპასუხა: „შეიძლება“. მოგვიანებით მან ხუმრობით დაამატა, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგება, ამაზე პასუხისმგებლობას ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს დააკისრებს.

ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს, შვეიცარიაში უნდა გაიმართოს.

banner
წინა სტატიაშილევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია
შემდეგი სტატიაკობახიძის განკარგულებით ქობულეთის სოფელ კვირიკეში მთას შლიან და წიაღისეულს ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის იყენებენ