15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ირანის საგარეო უწყება: მივიღებთ აუცილებელ ზომებს ირანის ინტერესების დასაცავად

თეირანი ყურადღებით აკვირდება პოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებს, პაკისტანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის საპასუხოდ, – ინფორმაციას BBC-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ ირანი „აუცილებელ და შესაბამის ზომებს მიიღებს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად“.

ვაშინგტონთან შესაძლო შემდგომი მოლაპარაკებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა:

„დიპლომატია არის ინსტრუმენტი ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და როდესაც დავასკვენით, რომ არსებობს აუცილებელი და გონივრული პირობები ამ ინსტრუმენტის გამოსაყენებლად, ზომებს მივიღებთ”,_ აცხადებს ბაგაი.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: კაცობრიობა განთავისუფლდება მაშინ როდესაც ოლიგარქების თარეში დამთავრდება
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ უკრაინასა და ევროპაში “სატანიზმი ყვავის”