15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ნავთობის საწყობებზე თავდასხმების შემდეგ ტოქსიკური ჰაერი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ნავთობის საწყობებზე თავდასხმები „ჰაერში სახიფათო და ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფს“, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს ინფორმაციას. ამასთან, ვრცელდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია თავდასხმის შემდეგ დამწვარი ობიექტები.

ღამით ისრაელმა ირანში ნავთობის გადამამუშავებელ რამდენიმე ქარხანაზე მიიტანა იერიში. ერთ-ერთი სამიზნე დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შაჰრანის ნავთობის საწყობი იყო.

banner
წინა სტატიაში„როიტერი“ – საუდის არაბეთში, საცხოვრებელ უბანში ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალები: ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო