25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი კვირას არ მოეწერება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი კვირას არ მოეწერება.

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ აშშ-თან ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი 14 ივნისს არ გაფორმდება, თუმცა შესაძლოა, ეს უახლოეს დღეებში მოხდეს.

„მემორანდუმის გაფორმების ზუსტი დროის შესახებ ინფორმაციას უნდა დაველოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვალ არ მოხდება, არ არის გამორიცხული, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდეს“, – აღნიშნა ესმაილ ბაღაიმ.

ცნობისთვის, მანამდე, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მომდევნო 24 საათშია მოსალოდნელი.

banner
წინა სტატიაში„სტუდფესტის“ ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით 14 ივნისს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება
შემდეგი სტატიაანექსირებულ ყირიმში ქარხანა Титан-მა უკრაინული დრონების თავდასხმების შემდეგ მუშაობა სრულად შეწყვიტა