15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ დიპლომატიას სერიოზულად არ ეკიდება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონის ქმედებები პროცესის სერიოზულობაზე არ მიუთითებს.

„დიპლომატიისა და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ მტკიცების მიუხედავად, აშშ ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც არანაირად არ მიუთითებს დიპლომატიური პროცესის სერიოზულობაზე,“ – აღნიშნა ესმაილ ბაღეიმ.

მანამდე, ბაღეიმ განაცხადა, რომ ბირთვული მარაგების გადაცემის საკითხი მოლაპარაკებების საგანი არასდროს ყოფილა.

ცნობისთვის, გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა. ამ ფაქტმა თეირანის მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია. როგორც ესმაილ ბაღეიმ აღნიშნა, ირანს აშშ-თან მოლაპრაკებების შემდეგი რაუნდის გეგმა არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – Trump Tower-ის პროექტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ყველა კომპონენტით საინტერესო ქვეყანაა
შემდეგი სტატიათამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება, პარტიების აკრძალვა ისედაც ჰქონდათ მათ გადაწყვეტილი