16.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ შეთანხმების მიღწევას ერთ სესიაზე შევძლებდით

არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს შეთანხმების მიღწევა ერთ სესიაზე იქნებოდა შესაძლებელი,- აცხადებენ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„ბუნებრივია, თავიდანვე არ უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ შეთანხმების მიღწევას ერთ სესიაზე შევძლებდით. არავის ჰქონდა ასეთი მოლოდინი“, – განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაეილ ბაგაიმ.

მისი თქმით, თეირანი დარწმუნებულია, რომ მათსა და პაკისტანს, ასევე რეგიონში „სხვა მეგობრებს შორის“ კონტაქტები გაგრძელდება.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ისლამაბადში, პაკისტანის შუამავლობით, ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს. მხარეების განცხადებით, 21-საათიანი მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი-საზოგადოებაში ერთგვარი ნაპრალი გაჩნდა, რომლის ამოვსებასაც ჯერჯერობით ვერასგზით ვერ ვახერხებთ
შემდეგი სტატიაჯეი დე ვენსი: ირანთან გამართული მოლაპარაკებები ომის სამუდამოდ დასრულების შესახებ შეთანხმების გარეშე დასრულდა