ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატარელ კოლეგას უთხრა, რომ ისრაელ-ჰამასის ომის გაფართოება გარდაუვალია – მედია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა კატარელ კოლეგას, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ ისრაელ-ჰამასის ომის გაფართოება გარდაუვალია.

ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

„ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის ინტენსივობის გაზრდის გამო, ომის მასშტაბების გაფართოება გარდაუვალი გახდა“, – განუცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატარელ კოლეგას.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია – ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლოდ ნობათების გარეშე ტოვებს, სიცრუეა და ემსახურება მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას
შემდეგი სტატიანეთანიაჰუ – ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის დაპყრობას, ოკუპაციას ან მართვას